ინფრასტრუქტურული პროექტები რუთავში
8 მილიონამდე ლარის პროექტები რუსთავში კლდიაშვილის ქუჩის მიმდებარედ, მიმდინარეობს სკვერის რეაბილიტაცია, პროექტის ფარგლებში, შენდება არაფორმალური განათლების ცენტრი - მედიათეკა, ეწყობა დენდროლოგიური ზონები, საბავშვო და სპორტული სივრცეები. რჩეულიშვილის ქუჩაზე კი, ახალი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა. ასევე ძველი რუსთავის რეაბილიტაციის ფარგლებში მიმდინარეობს შიდა ქუჩების კეთილმოწყობა.
