"კასრების სიის" განახლების მცდელობა
"ნაციონალური მოძრაობის" მიერ მაგნიტსკის სიის შედგენაზე შეფასებები გრძელდება. მმართველი გუნდის წევრები ე.წ კასრების სიას იხსენებენ, რომელიც 2013 წელს სამეგრელოში აღმოაჩინეს. ნაციონალური მოძრაობა პასუხისმგებლობის დაკისრებით ემუქრება ყველას, ვინც, როგორც თავად მიიჩნევენ, სააკაშვილის მკურნალობას აფერხებს.
