კასიანოვი ამერიკელებს ომის პროვოკაციაში ადანაშაულებს
საქართველოში, უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადებაზე პოლიტიკური შეფასებები დღესაც კეთდება. მმართველი გუნდის განცხადებით, ფრონტის ხაზზე ტექნიკის გაგზავნა, სამხედრო კონფლიქტში ჩართვას უდრის. ოპოზიციური პარტიების ნაწილს კი მიაჩნია, რომ ტექნიკა უკრაინელმა დიპლომატმა მეგობრულად მოითხოვა. ოფიციალური კიევი თბილისს „ბუკის“ სარაკეტო კომპლექსების დაბრუნებასაც სთხოვს, რაზეც ქართული მხარე განმარტავს , რომ უკრაინას საქართველოსთვის ეს შეიარაღება არ უჩუქებია, და ისინი ქვეყანამ 2007 წლამდე რამდენიმე მილიონად შეიძენა.
