სოციალურ ქსელში ნიკა მელიას აუდიოჩანაწერი გაუვრცელეს, სადაც მიხეილ სააკაშვილს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს
"ნაციონალურ მოძრაობაში" შიდა პარტიულ არჩევნებამდე სამ კვირაზე ნაკლები რჩება. დაპირისპირება კი მწვავდება და ბრძოლა ერთამენითს მიმართ უკვე ჩვეულ სტილში, ფარული ჩანაწერების გამოქვეყნებით გრძელდება. სოციალურ ქსელში ნიკა მელიას აუდიო ჩანაწერი გაუვრცელეს, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" მოქმედი თავმჯდომარე, მიხეილ სააკაშვილს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს. სათაურის მიხედვით, საუბარი 2021 წელს, არჩევნების წინ არის ჩაწერილი. თავად ნიკა მელიას ჩანაწერზე ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.
