ბრაზილიაში თვის ბოლომდე საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს
ბრაზილიაში თვის ბოლომდე საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს. 8 იანვრის შტურმის შემდეგ სამართალდამცავი უწყებები წესრიგის აღდგენას ცდილობენ, მთავრობა კი არეულობის დროს მიყენებულ ფინანსურ ზარალს ითვლის. საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხებული ჟაირ ბოლოსონარუს მომხრე ათასობით რადიკალმა რამდენიმე სახელისუფლებო შენობა შტურმით აიღო და რამდენიმე საათი ჰქონდა დაკავებული. ქვეყნის ხელისუფლება არეულობაზე პასუხისმგებლობას არჩევნებში დამარცხებულ და ქვეყნიდან წასულ ყოფილ პრეზიდენტს აკისრებს. თავად ჟაირ ბოლსონარუ კი შტურმთან კავშირს უარყოფს.
