რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მორიგი იერიში მიიტანეს ხერსონის და ხარკოვის ოლქებზე
რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მორიგი იერიში მიიტანეს ხერსონის და ხარკოვის ოლქებზე. მსხვერპლია მშვიდობიან მოსახლეობაში. უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების საბჭო თებერვალში, ომის დაწყების წლისთავზე, რუსეთის მხრიდან მორიგ მასშტაბურ თავდასხმას ელოდება. ამჟამად კი ფრონტის ხაზზე ყველაზე მწვავე საომარი მოქმედებები ბახმუტსა და სოლედარში მიმდინარეობს.
