რიკარდ იოზვიაკი შეფასება
ევროკავშირის გაფართოების ყოველწლიური ანგარიში - „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტი, რიკარდ იოზვიაკი სტატიას აქვეყნებს, რომელშიც ვკითხულობთ, რომ სამი ქვეყნიდან ყველაზე მეტი სამუშაო ამჟამად მოლდოვასა აქვს გასაწევი და ეს გამოწვეულია მოლდოვის წინა მთავრობების უმოქმედობით. გარკვეული პრობლემები აქვს უკრაინასაც, რადგან ევროკომისიის შეფასებით, სფეროების უმეტესობა „მომზადების გარკვეულ დონეზეა“. ყველაზე კარგი შეფასებები, კი, როგორც ჩანს, საქართველოს ექნება, რაც წლების განმავლობაში პროევროპული და რეფორმებზე ორიენტირებული მთავრობების მუშაობის შედეგია.
