ექსპერტი არასანდო რეპუტაციით
ვინ ენდობა ცენტრ „ემპათიის“ შეფასებებს მსჯავრდებული ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ? ორგანიზაციის ისედაც შელახული რეპუტაცია კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. მმართველი გუნდი მარიამ ჯიშკარიანის განცხადებებს ეჭვქვეშ აყენებს. მიზეზი კი, როგორც სახელისუფლებო გუნდში აცხადებენ, არასანდო შეფასებებია, რომელიც წარსულში რეზონანსულ საქმეებს უკავშირდება და რომელსაც რადიკალები საკუთარი დღის წესრიგის შესაქმელად იყენებდნენ.
