შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის პროექტი
წინასწარი შეთანხმება მიღწეულია. „შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის პროექტის” ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევისთვის 75 მილიონის გამოყოფაზე საქართველო მსოფლიო ბანკს მიმართავს. პროექტი, მაღალი ძაბვის წყალქვეშა გადამცემი ხაზის საშუალებით, კავკასიის რეგიონისა და ევროპის ენერგეტიკულ დაკავშირებას გულისხმობს. უმნიშვნელოვანეს პროექტს ევროკავშირის სრული მხარდაჭერა აქვს. ამით საქართველოს როლი რეგიონში კიდევ უფრო იზრდება. ქვეყანა რეალურად უმნიშვნელოვანესი კვანძი ხდება ევროკავშირის გლობალურ რუკაზე სატრანსპორტო მარშრუტების დივერსიფიკაციისა და ევროპისათვის ენერგორესურსების მიწოდების კონტექსტში. ისტორიული შეთანხმება ბუქარესტში, ევროკომისიის პრეზიდენტის, საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მონაწილეობით დეკემბერში შედგა
სიუჟეტის ავტორი: ნინო ჩუბინიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
