ბრიტანეთის პრინცი ჰარი სამეფო ოჯახის წევრების წინააღმდეგ ბრალდებებს განაგრძობს
ბრიტანეთის პრინცი ჰარი სამეფო ოჯახის წევრების წინააღმდეგ ბრალდებებს განაგრძობს. ბოლო ორ დღეში სასექსის ჰერცოგი ორ ამერიკულ არხს ესაუბრა. სიბიესისთვის მიცემულ ინტერვიუში მან ბრიტანეთის დედოფალი კონსორტი - კამილა ბრიტანული მედიისთვის შიდა საოჯახო ამბების ფარულად გაზიარებაში დაადანაშაულა. სასექსის ჰერცოგმა ასევე აღნიშნა, რომ ბრიტანულ მედიაში მეგან მარკლის შესახებ შეურაცხმყოფელი სტატიების გამოქვეყნების შემდეგ სამეფო ოჯახს კომენტარი არ გაუკეთებია. ბრიტანული მედიის თანახმად, კიდევ არაერთ ბრალდებაზეა საუბარი პრინც ჰარის ახალ მემუარში, რომელიც ოფიციალურად გასაყიდად ხვალიდან გამოვა.
