ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური 9-13 იანვარს ჩატარდება
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური 9-13 იანვარს ჩატარდება. მასში პირველი ტურის შედეგად თითოეულ საგანში გამოვლენილი ათასი საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლე მონაწილეობს. ეს საგნებია: ქართული ენა და ლიტერატურა, ქართული ენა არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებისათვის, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია და უცხო ენა. პროცესის მიმდინარეობას თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფიო გორგოძე გაეცნო.
