მუქარა დასასჯელთა სიებით
მაგინტსკის მსგავსი სია ქართული გვარებით - იდეის ავტორი მიხეილ სააკაშვილია, რომელმაც მაგნიტსკის აქტის ავტორს ბილ ბროუდერს თხოვნით მიმართა, დაეხმაროს ახალი სიის შედგენაში. ვიდრე კონკრეტული გვარები გახდება ცნობილი, მანამდე სააკაშვილის პარტიაში წინასწარ აცხადებენ, რომ სიაში შევა ყველა ის ადამიანი, რომლებიც ექსპრეზიდენტს, მათივე სიტყვებით, წამებით კლავენ. თავის მხრივ, პირობას დებს ბილ ბროუდერი, რომ თბილისში შედგენილ სიას ყურადღებას მიაქცევენ დასავლური ქვეყნების მთავრობები.

სიუჟეტის ავტორი: ქეთევან გრიგორაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები