"ნაცმოძრაობის" მხარდამჭერის მუქარა
საქართველოში დესტაბილიზაციის საშუალება არავის მიეცემა - ასე პასუხობენ მმართველ გუნდში ნაციონალური მოძრაობის აქტივისტისა და უკრაინაში მებრძოლი ნოდარ ყარალაშვილის განცხადებებს. სახელიუფლებო გუნდის შეფასებით ვიდეომიმართვა კიდევ ერთი დასტურია იმისა, თუ როგორ ცდილობს ნაციონლაური მოძრაობა დესტაბილიზაციის მოწყობას. ნაცმოძრაობის მხარდამჭერების მუქარის შემცველ განცხადებებზე ამავე პარტიის ლიდერობისთვის მებრძოლი გიორგი მუმლაძე ამბობს, რომ მხარდამჭერების აზრს ვერ გააკონტროლებს. შეგახსნებთ ვიდეომიმართვაში, რომელიც ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების მხრიდან გავრცელდა, საუბარია საქართველოში ტანკებით შემოსვლაზე.
