მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე მსჯელობა საქალაქო სასამართლოში დღეს გაგრძელდება
მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე მსჯელობა საქალაქო სასამართლოში დღეს გაგრძელდება. პროცესი 12 საათზეა დანიშნული, დაიკითხებიან ქართველი ექსპერტები, რომლებიც სასამართლოს პატიმრობაში მყოფი სააკაშვილის სამედიცინო დიაგნოზებზე მიაწვდიან ინფორმაციას. როგორც გუშინ პატიმარი პაციენტის დედამ განაცხადა, საკუთარ სასამართლო პროცესს მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის პრობლემის გამო ვერ დაესწრება. ცნობილია ისიც, რომ დაცვის მხარე სხდომების ყოველდღიურად ჩატარების მიზნით დღეს შუამდგომლობასაც დააყენებს. მმართველი პარტიის შეფასებით, ნაცმოძრაობა სხვადასხვა გზით ცდილობს სააკაშვილის საქმე სამართლებრივი ჩარჩოებიდან გაიყვანოს.
