შინაგან საქმეთა სამინსტროს თანამშრომლის , ალექსანდრე შეყელაძის მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალს სავარუდოდ დღეს წარუდგენენ
შინაგან საქმეთა სამინსტროს თანამშრომლის , ალექსანდრე შეყელაძის მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალს სავარუდოდ დღეს წარუდგენენ. საქმეს სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებს. უწყების ინფორმაციით შემთხვევა რვა იანვარს დაახლოებით ღამის პირველ საათზე თბილისში მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრების განკარგულებაში მყოფი თანამშრომლის - გიორგი მღებრიშვილის საცხოვრებელ სახლში შეკრებილნი იყვნენ მისი მეგობრები , თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი - მათ შორის ალექსანდრე შეყილაძეც. ნასვამი გიორგი მღებრიშვილი არაადეკვატურად იქცეოდა, გაუცნობიერებელად საუბრობდა და სტუმრების მიმართ აგრესიული გახდა. მან ცეცხლსასროლი იარაღით შეყილაძეს რამდენჯერმე ესროლა. მიყენებული ჭრილობების შედეგად ალექსანდრე შეყილაძე ადგილზე გარდაიცვალა. გიორგი მღებრიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დანაშაულის ადგილზე დააკავეს.
