მთელი ღამის განმავლობაში გზები ინტენსიურად იწმინდებოდა თბილისსა და მის შემოგარენში
მთელი ღამის განმავლობაში გზები ინტენსიურად იწმინდებოდა თბილისსა და მის შემოგარენში. ქალაქის მასშტაბით მუშაობდა მძიმე ტექნიკა , იყრებოდა ტექნიკური მარილი. თბილსერვის ჯგუფის ინფორმაციით ქალაქში გაწმენდითი სამუშაოები გვიან ღამით დაიწყო და თბილისის მასშტაბით, დაახლოებით, 160 ტონა ტექნიკური მარილი დაიყარა. სამუშაოებში ჩართული იყო კომპანიის 150 თანამშრომელი და 27 ერთეული ტექნიკა.
