„ახალი წლის დღეები 2023“
პრემიერ მინისტრის ინიციატივით და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით რეგიონებში საახალწლო ღონისძიებები მიმდინარეობს. მოეწყო საშობაო ბაზრობები, საბავშვო გასართობი სივრცეები, ხის საახალწლო სახლები, ფოტო გადასაღები სტენდები და ინსტალაციები. ბავშვებს საჩუქრებით უმასპინძლდება თოვლის ბაბუა. პატარების განწყობაზე ზრუნავენ ანიმატორები.