ვითარება უკრაინაში
პუტინის მიერ გამოცხადებული საშობაო ზავის მიუხედავად, უკრაინის ქალაქები ისევ იბომბება. უკრაინული მხარის მტკიცებით, ოკუპანტებმა გუშინ და დღეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი რამდენჯერმე დაარღვიეს. მათი სამიზნე დონეცკის, ლუჰანსკისა და ხერსონის დასახლებული რაიონები გახდა. ბახმუტში სარაკეტო იერიშს ორი ადამიანი ემსხვერპლა, 13 კი დაშავდა.