შალვა პაპუაშვილის მოწოდება
მოვუწოდებ პარლამენტის ყველა წევრს, რომ საკუთარი პასუხისმგებლობით იმოქმედონ. ყველაზე დაბალი რეიტინგის პარტიასაც კი მაღალი სახალხო მანდატი აქვს, ვიდრე რამდენიმე გავლენიან არა სამთავრობო ორგანიზაციას. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ევრო რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით განაცხადა რა დროსაც აღნიშნა, რომ რამდენიმე გავლენიანი არა სამთავრობო ორგანიზაცია ოპოზიციისთვის ულტიმატუმის წაყენებით ხელს უშლის სახალხო დამცველისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის პროცესს.