საზეიმო ღვთისმსახურება
ირაკლი ღარიბაშვილი, სიონის საკათედრო ტაძარში საშობაო ლიტურგიას დაესწრო. საშობაო წირვას ასევე დაესწრნენ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თბილისის მერი კახი კალაძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები. პრემიერ მინისტრმა სოციალურ ქსელში განცხადებაც გაავრცელა და მოქალაქეებს ქრისტე შობის დღესასწაული მიულოცა. მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ მაცხოვრის შობა ახალი ერის დასაწყისად და იმედისა და სიხარულის დღესასწაულად მიიჩნევა.