საახალწლო ღონისძიებები
გურჯაანში ახალი წლის დღეების დასკვნითი ღონისძიებები მიმდინარეობს. ქალაქის ცენტრში მოწყობილია საშობაო ბაზრობა. ადგილობრივები საკუთარ პროდუქციას სთავაზობენ იქ მისულ სტუმრებს. პატარების განწყობაზე ზღაპრის გმირები ზრუნავენ. დღის ბოლოს კი თბილისიდან მოწვეული მომღერლები მსმენელს საკუთარ რეპერტუარს შესთავაზებენ. პროგრამის მიხედვით, დღევანდელი დღე გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება.
