საშობაო ეპისტოლე
კათოლიკოს პატრიარქმა მთავარი აქცენტი საშობაო მიმართვაში სინდისზე გააკეთა და თქვა, რომ აქ ქვეყნად მუდმივად ადგილს ვერავინ იკავებს და მთავარია ჩვენი თავისუფალი ნება სწორად გამოვიყენოთ. პატრიარქმა მრევლს უთხრა, ისიც რომ ჩვენი მთავარი გამოვლინება სინდისია, რომელსაც ადამიანი ვერასდროს გაექცევა. უწმინდესმა შობის დღესასწაული უკრაინელ ბავშვებს და მოზარდებს განსაკუთრებით მიულოცა. სიონის ღვთისმშობლის მიძინების საპატრიარქო ტაძარში, საზეიმო წირვის დაწყებამდე, ტაძარში შეკრებილ მრევლს პატრიარქის საშობაო ეპისტოლე არქი დიაკონმა დემეტრე დავითაშვილმა გააცნო.
