„ახალი წლის დღეები 2023“
საახალწლო ღონისძიება წყალტუბოში გალა კონცერტით დასრულდა. წყალტუბოს ცენტრალურ პარკში, მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა სადღესასწაულო გასართობი ღონისძიებები მიმდინარეობდა, პატარებს თოვლის ბაბუამ საჩუქრები დაურიგა. საახალწლო ღონისძიებაზე მოსახლეობას შობა ახალი წლის დღესასწაული მიულოცა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა, გენადი ბალანჩივაძემ.
