შტატებმა უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოუყო
შეერთებულმა შტატებმა უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოუყო. სამი მილიარდის ღირებულების პაკეტი ბრედლისა და ემ-113-ი ტიპის ჯავშან მანქანებს, ჰაი მარსებს, თვითმავალ ჰაუ ბიცებსა და საბრძოლო მასალებს, საზენიტო რაკეტებს მოიცავს. მანამდე ცნობილი გახდა, რომ უკრაინა მარტის ბოლომდე გერმანიისგან პეტრიოტის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემას და მარდერის ტიპის 40 საბრძოლო მანქანას მიიღებს.
