ვითარება უკრაინაში
უკრაინა რუსეთს, პუტინის მიერ გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში ადანაშაულებს. ლუჰანსკის ადმინისტრაციის ხელმძვანელის, ინფორმაციით, საშობაო ზავის გამოცხადების მიუხედავად, ოკუპანტებმა დასახლებულ რაიონებზე 14 საარტილერიო დარტყმა მიიტანეს. რუსებმა ცეცხლი რამდენჯერმე გაუხსნეს ხერსონსაც. კრამატორსკში დაბომბვის შედეგად 14 საცხოვრებელი სახლი დაზიანდა. სარაკეტო დარტყმები განხორციელდა დონეცკის ოლქშიც. სროლის ხმა ისმოდა ბახმუტშიც. რუსული მხარე ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ უკრაინული პოზიციების მიმართულებით მხოლოდ საპასუხო ცეცხლს აწარმოებდა.