პუტინი შობას მარტო შეხვდა
პუტინმა შობა კრემლში აღნიშნა. ლიტურგიას ის ხარების ტაძარში დაესწრო, სადაც მარტოდ მარტო იმყოფებოდა. საჯარო ღონისძიებებში მონაწილეობისგან ამჯერად მან თავი შეიკავა. როგორც წესი, პუტინი რელიგიურ დღესასწაულებს ხალხ მრავალ ადგილებში, მთავრობის წევრებთან ერთად ხვდებოდა. გასულ წელს მან შობა ნოვო ოგარევოში, აღდგომა კი მოსკოვის მაცხოვრის ტაძარში აღნიშნა.
