ზესტაფონში საახალწლო ღონისძიება გრანდიოზული კონცერტით და ფოიერვერკით დასრულდა
ზესტაფონში საახალწლო ღონისძიება გრანდიოზული კონცერტით და ფოიერვერკით დასრულდა. სადღესასწაულო განწყობის შესაქმნელად, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მოეწყო საბავშვო გასართობი სივრცეები, განთავსდა ხის საახალწლო სახლები, ფოტო გადასაღები სტენდები და ინსტალაციები.
