„ახალი წლის დღეები 2023“
ახალი წლის დღეები საქართველოში. ღონისძიებები რუსთავში გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა. სადღესასწაულო ღონისძიებები რუსთავის მთავარ მოედანზე მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. დღის ბოლოს გალა კონცერტზე, რუსთაველებისთვის ჯგუფმა ,,რეგიონმა“ და ანსამბლმა ,,ქართულმა ხმებმა“ იმღერეს. ახალი წლის დღეები საქართველოში“, ქვემო ქართლის მასშტაბით უკვე ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართა.