პრემიერის მილოცვა სომეხ ხალხს
ერთი დღით ადრე, 6 იანვარს შობას აღნიშნავს სომხური ეკლესიაც. პრემიერ მინისტრი სომეხ ხალხს შობისა და ნათლისღების დღესასწაულს ულოცავს. ირაკლი ღარიბაშვილი მისალოც წერილს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ ქართველ და სომეხ ხალხებს შორის ურთიერთპატივისცემამ და სიყვარულმა , მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა და კეთილმეზობლობა განაპირობა.
