ვითარება ლევილის მამულში
ვახტანგ ბარამაშვილი, რომელმაც სოციალურ ქსელში ლევილში გადაღებული ფოტო და ვიდეო მასალა გაავრცელა, სადაც ამტკიცებდა, რომ იქ ძველი არქივები ნადგურდებოდა, ადვოკატია, რომელიც სამინისტროდან გათავისუფლებული ადამიანების უფლებებს იცავს. უწყებაში მიაჩნიათ, რომ ბარამაშვილი საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს, რაც გარკვეულ პოლიტიკურ მოტივებს უკავშირდება. დღეს კიდევ ერთხელ გახდა საჭირო იმის განმარტება, რომ ლევილის მამულში არსებული ისტორიული და კულტურული მნიშვნელობის მასალები დაცულია და კადრებში შატოში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებია ასახული.
სიუჟეტის ავტორი: ლევან მორჩიაშვილი-68-deleted-11
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
