მერაბიშვილი ისევ იმალება
ვანო მერაბიშვილი გამოძიებასთან არ თანამშრომლობს, ტელე-კამერებს კი ემალება. შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ვაკეში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პოლიციისთვის ამ დრომდე არ მიუმართავს. მომხდარის შესახებ არც სოციალურ ქსელში დაუწერია რამე და ეს მაშინ, როცა ინციდენტში მონაწილე გიორგი შარაშიძე ინციდენტში მონაწილეობას აღიარებს. რატომ მალავს მერაბიშვილი მომხდარს? სავარაუდოდ იმ მიზეზით, რომ როგორც 2007 წლის ნოემბერში გამართულ საიდუმლო თათბირზე თქვა, ახლაც ასე მიაჩნია. ციტატა - „გალახული კაცი საქართველოში არის ჩმორი და მაშინვე კარგავს გავლენას“ - ეს სიტყვები მერაბიშვილმა მაშინ თქვა, როცა 7 ნოემბრის სასტიკი დარბევის ოპერაციას გეგმავდა. შარაშიძის მიმართ ბრალის წაყენება კი ამ მომენტისთვის შეუძლებელია, რადგან თუ საქმეში არ არსებობს დაზარალებული, ბუნებრივია, საქმეც არ არის.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ ქართველიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
