საქართველოს მიერ შეძენილი გენერატორები უკრაინაში გაიგზავნა
საქართველოს დახმარება უკრაინას - ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით უკრაინისთვის გაგზავნილი 25 მაღალი სიმძლავრის გენერატორი ადგილზეა. საქართველოს დიპლომატიური მისიის ჩართულობით, გენერატორები, საჭიროების შესაბამისად, ომში მყოფი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში გადანაწილდა და ხარკოვის, ნიკოლაევის, ლვოვის, კიევის ოლქსა და ქალაქ კიევს მიეწოდა. დახმარების ღირებულება მილიონ ნახევარია
