საქართველლს მიერ შეძენილი გენერატორები უკრაინაში გაიგზავნა
პრემიერ მინისტრის დავალებით უკრაინაში გაგზავნილი 25 მაღალი სიმძლავრის გენერატორი , უკრაინაში საქართველოს საელჩოს ძალისხმევით, სხვადასხვა რეგიონებში გადანაწილდა და ხარკოვის, ნიკოლაევის, ლვოვის, კიევის ოლქსა და ქალაქ კიევს მიეწოდა. ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში შემავალმა კომპანიამ „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“, უკრაინისთვის მილიონ ნახევარი ლარის საერთო ღირებულების სამრეწველო დანიშნულების გენერატორები შეიძინა, რომელთა საშუალებით საავადმყოფოები, კვების ობიექტები და სხვა კრიტიკული დანიშნულების ობიექტები საგანგებო რეჟიმში იმუშავებენ.
