სალონიკში 23 წლის ქართველი დააკავეს, რომელმაც 2 საათში 8 ობიექტი გაძარცვა
ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს. სტატიაში ნათქვამია, რომ ბრალდებულმა აღიარა, რომ ძარცვა ორ თანამზრახველთან ერთად ჩაიდინა, თუმცა მათი ვინაობა უცნობია. გავრცელებული ინფორმაციით, ნაძარცვი დაახლოებით 15 ათას ევროა. გამოცემის ინფორმაციით, ბრალდებული ციხიდან, ოთხი თვის წინ გათავისუფლდა
