ჯო ბაიდენმა მექსიკის საზღვარზე შექმნილი მიგრაციული კრიზისის განსამუხტავად და საზღვრის უსაფრთხოების დასაცავად, ახალი გეგმა წარადგინა
როგორც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა, ვაშინგტონი პრეზიდენტ ტრამპის მიერ 2020 წელს დაწესებულ შეზღუდვებს გამოიყენებს და კუბელ, ჰაიტელ და ნიკარაგუელ არალეგალ მიგრანტებს, მექსიკაში დაუყოვნებლივ გააძევებს. პარალელურად ვაშინგტონი მზადაა ყოველთვე ამავე ქვეყნებიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში თვითმფრინავით ჩასული 30 ათასი თავშესაფრის მაძიებელი ლეგალურად მიიღოს. ოფიცილაური მონაცეემებით, მხოლოდ ნოემბერში, აშშ-ისა და მექსიკის საზღვარზე 82 ათასი ჰაიტელი, ნიკარაგუელი და კუბელი არალეგალი მიგრანტი დააკავეს.
