უკრაინაში ცეცხლის დროებით შეწყევტაზე პუტინის განკარგულება ძალაში შევიდა - როგორია კრემლის ბრძანებაზე კიევის პოზიცია
კიევს მოსკოვის არ სჯერა. საშობაოდ ცეცხლის დროებით შეწყვეტაზე კრემლში მიღებულ გადაწყვეტილებას უკრაინა კონკრეტული წინადადებით პასუხობს. „ დროებით ზავის „ დამყარება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინის ტერიტორიას სრულად დატოვებს. რუსეთის არ სჯერა არც დასავლელ ლიდერებს, რომლებიც აქტიურად მუშაობენ უკრაინის შეიარაღების გაძლიერებაზე , მათ შორის განხილება ომში მყოფი ქვეყნისთვის ამერიკული ჯავშანმანქანებისა და ანტისარაკეტო თავდაცვითი სისტემების მიწოდება . ვიდრე დასავლეთი უკრაინის დახამარებაზე მსჯელობს ძალაში შედის კრემლის ბრძანება, რომელიც რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ხუთ იანვარს ვლადიმერ პუტინის სახელით მიიღო.
