ფოიერვერკით და გალა კონცერტით დასრულდა საახალწლო ღონისძიება ბორჯომში
მერაბ კოსტავას სახელობის ახლადრეაბილიტირებულ სკვერში, საშობაო ბაზრობაზე, მსურველებს ადგილობრივ ხელოვანთა და მეწარმეთა მრავალფეროვანი პროდუქციის შეძენა შეეძლოთ. მთელი დღის მანძილზე საბავშვო -გასართობ სივრცეებში პატარებისთვის სხვადასხვა ტიპის აქტივობები გაიმართა, მათ შორის ფოტო-სესია სანტა კლაუსთან. სკვერში საზეიმო მსვლელობა მოაწყო მოძრავმა ორკესტრმა.
