ქვეყნის მასშტაბით საახალწლო ღონისძიებები გრძელდება
დღის ბოლოს გალა კონცერტი გაიმართა ლენტეხში. მთელი დღის განმავლობაში ლენტეხის ცენტრში სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები ჩატარდა, რომელიც ყველა თაობის ადამიანზე იყო გათვლილი. მოეწყო საშობაო ბაზრობა, საბავშვო გასართობი სივრცეები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები. საღამოს მაყურებლის წინაშე ჯგუფი ,,რანინა’’ და ,,რეზო და ბავშვები’’ წარსდგნენ.
