გამოძიება სავარაუდო ძალაობის ფაქტზე
ითანამშრომლებს თუ არა ვანო მერაბიშვილი გამოძიებასთან ამ დრომდე უცნობია. ფალიაშვილის 15 ნომერში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი გამოკითხვაზე დაიბარეს. გამოძიებას უკვე მისცა ჩვენება გიორგი შარაშიძემ. მისი ინტერესების დამცველმა განმარტა, რომ კონფლიქტი მერაბიშვილსა და შარაშიძეს შორის ბუტა რობაქიძის ხსენებას მოჰყვა. გელა ნიკოლაიშვილის ინფორმაციით , ყოფილმა პრემიერმა და ძალოვანი უწყების მაშინდელმა ხელმძღვანელმა ბუტა რობაქიძე ცინიკურად მოიხსენია, რის გამოც ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო. ინციდენტი 2 იანვარს, ვაკეში ავერსის აფთიაქში მოხდა. შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.
