ლევილის მამულის შესახებ სოციალურ მედიაში გავრცელებულ ფოტო და ვიდეო მასალებს საფრანგეთში საქართველოს ელჩი ეხმაურება
გოჩა ჯავახიშვილი ვრცლად საუბრობს შატოში არსებული მდგომარეობის შესახებ და ყურადღებას ამხვილებს , თუ რა კეთდება ბოლო წლებში მამულის გადასარჩენად. ელჩი აქცენტს აკეთებს საქართველოს მთავრობის მცდელობაზე, მოწესრიგდეს როგორც ლევილის მამულის ეზო და ბაღი, ასევე გადარჩეს ისტორული და კულტურული მნიშვნელობის დოკუმნეტაცია. დიპლომატი აღნიშნავს იმასაც, რომ ეს პროცესი გარკვეულწლილად ფრანგულმა ბიუროკრატიამ შეაფერხა.
