ვატიკანში ბენედიქტ მეთექვსმეტეს დაკრძალვის ცერემონია გაიმართა
ვატიკანში ბენედიქტ მეთექვსმეტეს დაკრძალვის ცერემონია გაიმართა. თანამედროვე ისტორიაში პირველად, უკანასკნელ გზაზე წინამორბედი მოქმედმა პაპმა გააცილა. წმინდა პეტრეს მოედანზე ცერემონიას 50 000-მდე მორწმუნე დაესწრო. კათოლიკური სამყაროს ყოფილი წინამძღვარი 31 დეკემბერს, 95 წლის ასაკში გარიდაიცვალა.
