პატრიარქის 90 წლის იუბილე და 45 წელი აღსაყდრებიდან
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრებიდან 45 და დაბადებიდან 90 წლის საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით, ოპერისა და ბალეტის თეატრში საზეიმო გალა-კონცერტი გაიმართა. ინიციატივა პრემიერ-მინისტრს ეკუთვნის. კონცერტზე სტუმრებს საშუალება ჰქონდათ მოესმინათ პატრიარქის ცხოვრებიდან საინტერესო ბიოგრაფიული ფრაგმენტები. საიუბილეო ღონისძიებას ირაკლი ღარიბაშვილი, მთავრობის წევრებთან ერთად დაესწრო. კონცერტზე იმყოფებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარე, თბილისის მერი, დეპუტატები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები და წმინდა სინოდის წევრები.
სიუჟეტის ავტორი: მეგი ნარსავიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
