პრემიერის ინიციატივით და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით ბორჯომში საახალწლო ზეიმი იმართება
პრემიერ მინისტრის ინიციატივით და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით ბორჯომში საახალწლო ზეიმი იმართება. სტუმრებისთვის მოწყობილია საშობაო ბაზრობა, საბავშვო გასართობი სივრცეები , ტერიტორიაზე განთავსებულია ხის საახალწლო სახლები . 19 საათზე კი გალა კონცერტი დაიწყება. საახალწლო კონცერტები უკვე გაიმართა ახალციხეში, ახალქალაქში, ნინოწმინდაში, ასპინძასა და ადიგენში
