თურქეთი რუსეთს ცეცხლის ცალმხრივად შეწყვეტისკენ მოუწოდებს
თურქეთი რუსეთს ცეცხლის ცალმხრივად შეწყვეტისკენ მოუწოდებს. რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ვლადიმერ პუტინს განუცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომში სამშვიდობო ძალისხმევის მხარდაჭერა ცალმხრივი ცეცხლის შეწყვეტით უნდა მოხდეს. ოფიციალური კიევი კი შობის ღამეს ოკუპანტებისგან მორიგ სარაკეტო თავდასხმას ელოდება. უკრაინის მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ თებერვალში რუსეთი ფრონტის ხაზზე ვითარებას კიდევ უფრო გაამწვავებს.
