ლენტეხში დღეს საახალწლო ზეიმი გაიმართება
ლენტეხში დღეს საახალწლო ზეიმი გაიმართება. აქტიურად მიმდინარეობს სამზადისი, ეწყობა საშობაო ბაზრობა, საბავშვო გასართობი სივრცეები, ტერიტორიაზე განთავსებულია ხის საახალწლო სახლები. გაიმართება კონცერტი. საღამო კი ფოიერვერკით დასრულდება.
