ბრიტანეთის პრინცი ჰარი მის ძმას პრინც უილიამს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს
ბრიტანეთის პრინცი ჰარი, მის ძმას, პრინც უილიამს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. ამის შესახებ პრინცი მის ახალ ბიოგრაფიულ წიგნში საუბრობს. გამოცემა გარდიანის ექსკლუზიური ინფორმაციით, წიგნში ნათქვამია, რომ ძმებს შორის დაპირისპირება, პრინცი ჰარის მეუღლეზე, მეგან მარკლზე საუბარს მოჰყვა. წიგნი 10 იანვარს გამოქვეყნდება.
