პრემიერმა ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატების შესარჩევი საკონკურსო კომისიის პირველი სხდომა გამართა
პრემიერ-მინისტრმა, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატების შესარჩევი საკონკურსო კომისიის პირველი სხდომა გამართა. სხდომაზე, კენჭისყრის საფუძველზე, კომისიის თავმჯდომარედ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე აირჩიეს. საუბარია ევროპული რეკომენდაციის შესრულებაზე და პარლამენტის მიერ მიღებული კანონის შედეგად, კომისიამ კონკურსით არანაკლებ 2 და არაუმეტეს 5 კანდიდატი უნდა შეარჩიოს. პრემიერ-მინისტრი კი ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელს ექვსი წლის ვადით დანიშნავს.
