შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოკითხვაზე გიორგი შარაშიძე დაიბარა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, გამოკითხვაზე გიორგი შარაშიძე დაიბარა. სავარაუდოდ დაიბარებენ ვანო მერაბიშვილსაც. შინაგან საქმეთა სამინისტომ გამოძიება მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, დაიწყო. მერაბიშვილს ფიზიკურად გიორგი შარაშიძე გაუსწორდა. ინციდენტი ვაკეში, აფთიაქში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით კი დაპირისპირების დროს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი გაიქცა. ვანო მერაბიშვილი მომხდარზე ამ დრომდე დუმს.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ ქართველიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
