თბილისის ჭადრაკის სასახლეში საქართველოს ვაჟთა 82-ე ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა დაიწყო
თბილისის ჭადრაკის სასახლეში საქართველოს ვაჟთა 82-ე ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა დაიწყო. შეჯიბრი 10 მონაწილეს შორის წრიული სისტემით მიმდინარეობს და 9 ტურად ჩატარდება. გამარჯვებულები ქულათა მეტი რაოდენობის მიხედვით გამოვლინდებიან. ტურნირის საპრიზო ფონდი 30 ათას ლარს შეადგენს, ხოლო პირველ ადგილზე გასული მოჭადრაკე საქართველოს ვაჟთა ნაკრების წევრობის კანდიდატად დასახელდება და ათი ათას ლარს მიიღებს. რაც შეეხება საუკეთესო სამეულს, ისინი ევროპის ჩემპიონატზე გამოვლენ და დაფინანსებას სრულად მოიპოვებენ.
