საზეიმო გალა-კონცერტი
ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II -ის აღსაყდრებიდან 45 და დაბადებიდან 90 წლის საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით, საზეიმო გალა-კონცერტი გაიმართა. ინიციატივა პრემიერ-მინისტრს ეკუთვნის. კონცერტზე მისულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ მოესმინათ პატრიარქის ცხოვრებიდან საინტერესო ბიოგრაფიული ფრაგმენტები. საიუბილეო ღონისძიებას ირაკლი ღარიბაშვილი, მთავრობის წევრებთან ერთად ესწრებოდა. კონცერტზე იმყოფებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარე, თბილისის მერი, დეპუტატები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები და წმინდა სინოდის წევრები.
